“რეალმა” “ბეტისი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის მესამე ტურის მატჩში “რეალ ბეტისმა” საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალი” მიიღო და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია 3 ქულისთვის ბრძოლაში.
შეხვედრა მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მატჩის მე-14 წუთზე ფედე ვალვერდემ გახსნა კარიმ ბენზემას პასის ხარჯზე. 35-ე და 37-ე წუთებზე კი ტიბო კურტუას კარი ორჯერ აიღეს – ჯერ აისა მენდიმ, შემდეგ კი ვილიამ კარვალიომ.
წაგებული ტაიმის შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდები მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ, რასაც ხელ ემერსონმა შეუწყო. ამ უკანასკნელმა ჯერ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (48′), შემდეგ კი წითელი ბარათიც მიიღო (67′). გამარჯვების გოლი კი ბორხა მაიორალზე დანიშნული პენალტის გარდასახვით სერხიო რამოსმა გაიტანა.
ასე რომ, ორი მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 4 ქულა უგროვდება, “ბეტისს” კი სამ მატჩში 6 ქულა აქვს.