რაფაელმა ლუი ვან გაალი მკაცრად გააკრიტიკა
The Athletic რაფაელის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ბრაზილიელი მცველი ნიდერლანდელ ლუი ვან გაალს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც იცით, ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედში” შეხვდნენ.
“როდესაც ცნობილი გახდა, რომ გუნდს ვან გაალს აბარებდნენ, ბევრმა მეგობარმა დამირეკა. ვერ ვიჯერებდი, თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ მას ბრაზილიელები არ უყვარდა მათი თამაშის სტილის გამო. მეუბნებოდნენ, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებდა, ჩემი გაშვება იქნებოდა. პირველ დღეს არ მისაუბრია, შემდეგ კი სწორედ ასე მოხდა.
მეორე დღეს მითხრა – “შეგიძლია, წახვიდე”. მისი მეთაურობით არც კი მივარჯიშია. თვალებს ვერ ვუჯერებდი. რაიან გიგზი ჩემ დაცვას ცდილობდა. იმის შანსიც კი არ მქონია, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა მწვრთნელისთვის.
მას არც კი აუხსნია, თუ რატომ მიშვებდა. მითხრა, რომ იმ სეზონში ჩემ გამოყენებას არ აპირებდა. ჩემი ადგილისთვის მაინც ვიბრძოლე, ერთი წელი დავრჩი, თუმცა ყველაფერი ძალიან რთული იყო. ის ერთ-ერთია იმ საშინელ ადამიანთაგან, რომლებთანაც მიმუშავია,” – აცხადებს რაფაელი.