“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “თუ მესის სუარესთან ერთად თამაში უნდა, ყველაფერი შესაძლებელია”
მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ლუის სუარესის ტრანსფერსა და ლიონელ მესის შესაძლო გადმობირებაზეც ისაუბრა.
“ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. თუ მესის სუარესთან ერთად თამაში უნდა და ამის ენთუზიაზმი აქვს, ყველაფერი შესაძლებელია.
სუარესის ტრანსფერზე “ბარსელონასთან” მოლაპარაკების პროცესი მარტივად წარიმართა. ჟოზეპ მარტომეუ კარგი კაცია, ის ჩემი მეგობარია. “ბარსელონაში” რთული სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო. ლუისის ტრანსფერი რთული არ ყოფილა. ის გადმოვიდა იმ კლუბში, სადაც თამაში სურდა”, – ციტირებს ენრიკე სერესოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ლუის სუარესს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც მან თავისუფალი აგენტის სტატუსით “ატლეტიკოს” მიაშურა და მადრიდულ კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.