“დინამო” ესპანელ “დავიდ ვილას” იმატებს, რომელსაც “ბარსელონას” კარში გოლი აქვს გატანილი
თბილისის “დინამო” ესპანელ თავდამსხმელ კარლოს კასტრო გარსიას იმატებს, რომელიც ბოლოს “მალიორკაში” თამაშობდა.
საფეხბურთო ექსპერტის, ირაკლი ხვედელიანის ინფორმაციით, კასტრომ საკარანტინე სივრცე უკვე დატოვა და ხვალ დიღმის ბაზაზე ივარჯიშებს.
25 წლის კასტრო პოზიციით თავდამსხმელია და ლა ლიგაში და ლა ლიგაში 2-ში 133 მატჩი აქვს ჩატარებული. ლა ლიგაში 51 მატჩში 11 გოლი, ლიგა 2-ში 81 შეხვედრაში 14 გოლი აქვს შეგდებული.
კარიერის განმავლობაში “სპორტინგში”, “ლუგოში”, “მალიორკაში” და “ელჩეში” უთამაშია. 2016 წელს Transfermarkt-ზე 2 მილიონად იყო შეფასებული და ესპანურ პრესაში “დავიდ ვილად” მოიხსენიებდნენ, თუმცა ბოლო 4 სეზონი სეგუნდა დივიზიონში აქვს გატარებული.
კასტრო 2014 წელს ესპანეთის 21-წლამდე გუნდშიც იყო გამოძახებული, 3 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
“დინამოში” ჩისკოს დაბრუნების შემდეგ ინდოეთიდან ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილიც დაბრუნდა, კარლოსი კი შეეცდება თბილისელთა სუსტი შეტევითი ხაზი გააძლიეროს.