“ბარსელონა” “აიაქსის” ფეხბურთელს იმატებს
ამსტერდამის “აიაქსის” მარჯვენაფლანგელი მცველი სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმებას გადის. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები 19 წლის ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გაიღებენ. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.
სერჟინიო დესტი “აიაქსის” აღზრდილი გახლავთ. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.