“შუქურას” ბრაზილიელი ფეხბურთელის ღირსეული საქციელი (ვიდეო)
“შუქურას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯეფერსონ ჯერალდომ დღეს თავი ორჯერ გამოიჩინა.
ჯეფინიოს მატჩის წინ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის სიმბოლური ნივთები გადასცეს, წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ კი შეხვედრის ბოლო წუთებში 1-1-ზე გასვლა შეეძლო, მაგრამ ღირსეულად იმოქმედა და ბურთი აუტზე გადააგდო.
“შუქურამ” მატჩი 1-0 მოიგო და ეროვნული ლიგაში გადმოსვლის მთავარი კანდიდატია.