საქართველოს ჩემპიონატი იწყება – ინტერვიუ ამერიკული ფეხბურთის შოტლანდიელ მოთამაშესთან
მომდევნო კვირაში ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება. რუსთავში, რუსთავის “სთილერსი” და თბილისის “იგლსს” შეხვდება. გთავაზობთ ინტერვიუს ამერიკული ფეხბურთის შოტლანდიელ მოთამაშესთან, კენი მაკკაისთან.
– პირველ რიგში, მინდა მოგილოცო თბილისის თასის ფინალში გამარჯვება.
– დიდი მადლობა.
– შეგიძლია მოგვიყვე შენი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ?
– როცა შოტლანდიაში, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ორი ქართველი მეგობარი მყავდა. იქ სპორტული განათლება მივიღე. ჩემი ქართველი მეგობრები მომეხმარნენ, რომ თბილისში გამეხსნა ჩემპიონთა აკადემია. რაც ითვალისწინებს საქართველოში ათლეტიზმის განვითარებას.
– რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობ?
– უკვე ოთხი წელია.
– 3 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი იწყება, შეგიძლია რაიმე წინასწარი პროგნოზის გაკეთება?
– არ მინდა რაიმე წინასწარი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ვიტყოდი რომ სთილერსს ნახავთ ფინლში.
– ალბათ, შემდეგ ჩემპიონატში ყველა გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება.
– ლიგა ნამდვილად გაძლიერდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან სასურველია. ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად ძლიერდება.
ავტორი: კახა სებისკვერაძე