ფანების დაშვება? უეფამ გადაწყვეტილება მიიღო, ჯერი საქართველოს მთავრობაზეა
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ძალიან მალე პასუხი გაეცემა საქართველოს ნაკრების ფანების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კითხვას – დაუშვებენ თუ არა სტადიონზე ფანებს.
უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, უეფა მათი ეგიდით ჩასატარებელ ყველა ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ერთა ლიგა და ა.შ.) სტადიონზე ფანების 30%-ის დაშვების უფლებას იძლევა.
თუმცაღა, საბოლოო სიტყვა მაინც ქვეყნის მთავრობამ უნდა თქვას. ასე რომ, ყველაფერი სწორედ საქართველოს მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემიის მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებზე ფანები არ დაიშვებიან.