წიტაიშვილი: “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”
კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. როგორც იცით, უკრაინული გუნდი ჯგუფში “ბარსელონასთან”, “იუვენტუსთან” და “ფერენცვაროშთან” ერთად მოხვდა.
“საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ. მათთან თამაში ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ადვილი არც “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ იქნება თამაში.
“დინამოს” შემდეგ ჩემი საყვარელი კლუბი “ბარსელონაა”. მათ წინააღმდეგ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რა ემოციები დამეუფლება კატალონიელებთან თამაშისას. მესისა და რონალდუს მეტოქეობა ყოველთვის მინდოდა. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
არ ვთვლი, რომ “ბარსელონა” და “იუვენტუსი” საუკეთესო ფორმაში არიან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე ორ უდიდეს კლუბთან გვაქვს, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები,” – აცხახდებს უკრაინის მოქალაქეობის მქონე წიტაიშვილი.