ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიაზე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელიც მილანის “ინტერის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ გახდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა ევროპის ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ ექვს მატჩში შვიდი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეორე ადგილზე ბრუნუ ფერნანდეში (“სპორტინგი”/”მანჩესტერ იუნაიტედი”) გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე ევერ ბანეგა (“სევილია”) აღმოჩნდა.
შემდეგი ადგილები ასე განაწილდა:
4. ლუკ დე იონგი (“სევილია”);
5. ხესუს ნავასი (“სევილია”);
6. ლუკას ოკამპოსი (“სევილია”);
7. კაი ჰავერცი (“ლევერკუზენი”);
8. დიეგო კარლოსი (“სევილია”);
9. ადამა ტრაორე (“ვულვზი”);
10. ჟიულ კუნდე (“სევილია”).
ამ სიაში შესული ფეხბურთელები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 გუნდის მთავარი მწვრთნელები და კიდევ 55 ჟურნალისტი იყო. მწვრთნელებს საკუთარი მოთამაშის დასახელების უფლება არ ჰქონდათ.