რატომ აირჩია დესტმა “ბარსელონა” “ბაიერნის” ნაცვლად?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე სერჟინიო დესტი პირველი ამერიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც კატალონიური “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.
დესტის ტრანსფერში “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ამსტერდამის “აიაქსს” 26 მილიონი ევრო გადაუხადეს. დესტმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამერიკელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევრო იქნება.
“ბაიერნი დიდებული კლუბია და მათი მხრიდან ინტერესი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ჩემ გულსა და გრძნობებს მივყევი. ვგრძნობდი, რომ “ბარსელონა” უნდა ამერჩია და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
“ბარსელონა” უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია და აქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ლეო მესის მხარდამხარ თამაში გასაოცარი რამ იქნება. ძალიან ამაღელვებელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან შეხვედრა,” – აცხადებს დესტი.