ლევან კობიაშვილი: “მიქაუტაძეზე უკვე ვმუშაობთ”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბელგიის მე-2 ლიგაში მოთამაშე ჟორჟ მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელსაც ქართული წარმომავლობა აქვს, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეა.
“ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს მასზე და სხვა ფეხბურთელებზე. ჩვენთან, როდესაც გამოჩნდება ფეხბურთელი, გოლს გაიტანს სადღაც, ჩვენ უკვე გვაქვს მასზე მანამდე ინფორმაცია. ალექსანდრე იაშვილი ესაუბრება მას ყოველთვის და სხვა მოთამაშეებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის, ჟორჟიც საფრანგეთის მოქალაქეა. გვაქვს სურვილი, მთავარია ეს სურვილი ორმხრივი იყოს. მე არ მგონია რომ რამე წინააღმდეგობა შეგხვდება, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა. იმედია, ეს სურვილები დაემთხვევა”, – განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
მიქაუტაძეს ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებულ 6 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა.