ტომას პარტეი “არსენალში”, ლუკას ტორეირა “ატლეტიკოში”
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი ტომას პარტეი ლონდონის “არსენალში” გადავიდა. “მეთოფეებმა” 27 წლის განელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადეს. მხარეებს შორის გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
“არსენალის” ურუგვაელი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა კი “ატლეტიკოში” ითამაშებს. ესპანურმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ინათხოვრა.