WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (438337) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჯანო ანანიძე: “ვიცი, რომ 8 ოქტომბერს ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება”

თარიღი: ოქტომბერი 7, 2020

ქართველმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ მიმართა.

გთავაზობთ ანანიძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“8 ოქტომბერი ნებისმიერი ჩვენგანისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელარუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისათვის.

ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ვიცი, რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხიმსგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ვიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელარუსი დაამარცხონ.

ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ. ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება.

წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად. წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში.

ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუცმა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას!” – ვკითხულობთ ჯანო ანანიძის განცხადებაში.

View this post on Instagram

@jano_ananidze_7 ❤️🇬🇪

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff) on



მსგავსი სიახლეები