ოფიციალურად: “დინამომ” ორი თავდამსხმელი დაიმატა
“დინამო თბილისმა” 2 თავდამსხმელი, 27 წლის დავით სხირტლაძე და 25 წლის კარლოს კასტრო დაიმატა. ინფორმაცია გუნდის გვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
“27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ სილკებორგში, სლოვაკურ სპარტაკ ტრნავაში, ლატვიურ რიგასა და პოლონურ არკაში. ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკაობრივ და ეროვნულ ნაკრებში. სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ
“დინამომ” ასევევე შეთანხმებას მიაღწია ესპანელ ფორვარდ კარლოს კასტროსთან, რომელიც გუნდის ღირსებას 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ხიხონის სპორტინგის აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. სპორტინგთან ერთად კარლოს კასტროს ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. კარლოს კასტრო ასევე ლუგოს, ელჩეს და მალიორკას ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უასპარეზია”, – წერია განცხადებაში.
ჩისკოს მოსვლის შემდეგ “დინამოში” ვიქტორ მონხილი დაბრუნდა, დაიმატეს ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი როდნი კლოუსტერი და ახლა უკვე 2 თავდამსხმელი.