პლატინი: “მე რომ ფიფაში ვიყო, ვარს არ შემოვიტანდი”
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანების (უეფა) ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, ვიდეორეფერის სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების არსებობის შესახებ საჯაროდ საუბრობს.
“პირადად მე, კვლავაც ნეგატიურად ვუყურებ ვიდეორეფერის ფუნქციონირებას. ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება ჩვენ ფილოსოფიას მოედანზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების მხრივ.
მართალია, რომ ვარმა გარკვეული პრობლემები გადაჭრა, თუმცა გააჩინა ახლებიც. თამაშგარეების დაფიქსირების მხრივ ნამდვილად პროდუქტიულია, თუმცა არა მაშინ, როდესაც თამაშის წესების დარღვევამდე მიდის საქმე.
მე რომ ფიფაში ვიყო, ვარს არ შემოვიტანდი. ყველაფერს გავაკეთებდი იმის საჩვენებლად, რომ ეს შეცდომა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.