კასილასი: “მოურინიო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ინფარქტის შემდეგ მომიკითხა”
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, იკერ კასილასმა, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის უკეთ წარმოსაჩენად ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი გაიხსენა.
“ცოტამ თუ იცის, რომ მოურინიო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ინფარქტის შემდეგ მომიკითხა.
იმ შემთხვევის შემდეგ ბევრ ისეთ ადამიანს შევხვდი, რომელთანაც კონტაქტი დიდი ხნის მანძილზე არ მქონია. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში პატარა დეტალებიც უნდა დააფასო. ყოველი დღით სიამოვნება უნდა მიიღო შენ პატარა სამყაროში. ძალიან გამიმართლა.
იმ დღეს ვგრძნობდი, რომ უნდა მოვმკდარიყავი. მას შემდეგ ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ,” – ციტირებს ესპანელი ვარსკვლავის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს და კასილასს “რეალში” ყოფნის დროს დიდი კონფლიქტი ჰქონდათ.