ერთა ლიგაზე მხოლოდ ორი დაუმარცხებელი ნაკრები შემორჩა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით ერთა ლიგაზე მეცხრე შეხვედრა გამართა. პოლონეთში გამართულ შეხვერაში ქართველებმა შედეგიანი ფრე ითამაშეს სომხებთან (2-2).
შედეგად, ჩვენ ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორი ფრე (სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) და ერთი გამარჯვება (ესტონეთთან) უგროვდება. წინა გათმაშებაში კი ვლადიმერ ვაისის გუნდმა 5 მოგება (ყაზახეთთან და ლატვიასთან ორჯერ, ანდორასთან ერთელ) და ერთი ფრე (ანდორასთან) დააგროვა. ამას კი ემატება პლეი-ოფში ბელარუსთან მინიმალური ანგარიშით მოგებული შეხვედრა.
ასე რომ, ჩვენი ნაკრები პორტუგალიის ნაკრებთან ერთად (6 მოგება, 2 ფრე) იმ გამორჩეულ ნაკრებებს შორისაა, რომლებსაც ამ ტურნირზე არცერთი მარცხი არ განუცდია.
💯 – Georgia🇬🇪 draw 2-2 at Armenia🇦🇲 to keep their 100% unbeaten record in the Nations League (W6-D3-L0). Portugal🇵🇹 (W6-D2-L0) are the only other country to have not lost a match in this competition. #ARMGEO #NationsLeague
— Gracenote Live (@GracenoteLive) October 11, 2020