TOP-10: ფეხბურთელები, რომელთა ფასიც 2020 წელს ყველაზე მეტად დაეცა
გავლენიანი სპორტული ვებ-გვერდი Transfermarkt იმ ფეხბურთელების რეიტინგულ სიას აქვეყნებს, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც 2020 წელს ყველაზე მეტად დაეცა.
რეიტინგის სათავეში ედენ აზარია, რომლის ფასიც “რეალში” ყოფნის პერიოდში 120-დან 60 მილიონ ევრომდე დაეცა. მეორე პოზიციას კი ლეო მესი იკავებს, რომლის ღირებულებაც 40 მილიონი ევროთი შემცირდა.
1. ედენ აზარი (“რეალი”, 29 წლის) – 60 მილიონი ევრო (120 მილიონიდან).
2. ლეო მესი (“ბარსელონა”, 33) – 100 მლნ. (140 მლნ).
3. ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”, 29) – 80 მლნ. (120 მლნ).
4. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), 25) – 128 მლნ. (160 მლნ).
5. ნეიმარი (“პსჟ”, 28) – 128 მლნ. (160 მლნ).
6. კეპა არისაბალაგა (“ჩელსი”, 26) – 28 მლნ. (60 მლნ).
7. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, 27) – 120 მლნ. (150 მლნ).
8. სადიო მანე (“ლივერპული”, 28) – 120 მლნ. (150 მლნ).
9. დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, 29) – 120 მლნ. (150 მლნ).
10. მო სალაჰი (“ლივერპული”, 28) – 120 მლნ. (150 მლნ).
სიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.