პუიოლი: “ყოველთვის ვოცნებობდი მალდინისთან ერთად თამაშზე”
“ბარსელონას” კატალონიელმა ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “მილანში” გადასვლასთან იყო ახლოს. შეგახსენებთ, რომ პუიოლმა მთელი კარიერა “ბლაუგრანაში” გაატარა და იქ 20 ტიტული მოიგო.
“შემეძლო, “მილანში” გამეგრძელებინა კარიერა. ყოველთვის ვოცნებობდი მალდინისთან ერთად თამაშზე, ის ჩემი კუმირი იყო. ბედნიერი ვიქნებოდი, კარიერა იტალიაში რომ დამესრულებინა.
შეთავაზებები როგორც ინგლისური, ასევე იტალიური კლუბებისგან მივიღე. თუმცა, როდესაც შენი კლუბი შენივე სახლია, სხვა კლუბის მაისური ტარება არ გინდება.
დარწმუნებული ვარ, რომ “როსონერი” ერთ დღეს დაიბრუნებს ძველ დიდებას,” – აცხადებს პუიოლი.