“მანჩესტერ იუნაიტედმა” სერხიო რომეროს საჩემპიონთალიგო განაცხადში არშეყვანა წინასწარ არ ამცნო
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ სერხიო რომეროს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლივერპულის “ევერტონში” განათხოვრების წესით გადასვლა შეეძლო, თუმცა გარიგება ჩაიშალა. მერსისაიდელები “წითელ ეშმაკებს” არგენტინელი ფეხბურთელის იჯარაში ორ მილიონ ფუნტ სტერლინგსა და მისი ხელფასის სრულ დაფარვას სთავაზობდნენ, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო მომენტში ტრანსფერზე უარი თქვა.
“ოლდტრაფორდელთა” ამ გადაწყვეტილებამ სერხიო რომეროს უკმაყოფილება გამოიწვია. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” 33 წლის მეკარე საჩემპიონთალიგო განაცხადში არ შეიყვანა და ამის შესახებ მას წინასწარ არც აცნობა.
“მანჩესტერ იუნაიტედს” სერხიო რომეროს გაყიდვა სურდა და მის სანაცვლოდ რვა მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვადა, თუმცა დაინტერესებული კლუბები ამ თანხას გადაჭარბებულად თვლიდნენ.