კვლავ პენალტი და კვლავ ფრე – საქართველომ ჩრდ.მაკედონიას ვერ მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 მატჩში ჩრდ.მაკედონიასთან ფრე ითამაშა. ანგარიში გოლი 76-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გარღვევის და დარტყმის შემდეგ გავიდა. ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
92-ე წუთზე მსაჯმა ძალიან საეჭვო პენალტი დადო ჩრდ.მაკედონიელთა სასარგებლოდ და ალიოსკიმ საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიასა 6-6 ქულა დაუგროვდათ, მე-3 ადგილზე სომხეთია, ბოლოზე კი ესტონეთი.
ჩრდ.მაკედონია 0-1 საქართველო
გოლი: კვარაცხელია 76
ჩრდილოეთ მაკედონია: დიმიტრიევსკი; ზაიკოვი, ველკოსკი, რისტევსკი; რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადიონოვი, ალიოსკი; პანდევკი, ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი
მთავარი მწვრთნელი:
საქართველო: ლორია; ჯიღაური, კვერკველია, ტაბიძე, დვალი; კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 71) ყაზაიშვილი, გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 6) ქვილითაია (კაჭარავა 71)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
წითელი ბარათი: დიმიტრიევსკი 68