ხვიჩა კვარაცხელია: “ჩრდილოეთ მაკედონიის დასამარცხებლად მზად ვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად, ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ კვარაცხელიამ გახსნა. მისთვის ეს გოლი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტოა.
“მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით. ეს ძალიან სასიხარულოა, ჩემთვის ოცნების ახდენაა. რომ მოგვეგო, უკეთესი იქნებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი წინაა. 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩია და ჩვენ ამისათვის მზად ვართ. საქართველოს ყველა გულშემატკივარი იმსახურებს იმ წარმატებას, რომ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენც ავიხდინოთ ოცნება და ქართველ გულშემატკივრებსაც ავუხდინოთ ეს ოცნება. ვფიქრობ, ამ გუნდის დასამარცხებლად მზად ვართ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.