ოთარ კაკაბაძე: “ორშაბათიდან სრული დატვირთვით ვივარჯიშებ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტრავმის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ.მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე”, – წერს კაკაბა.
სომხეთთან და ჩრდ.მაკედონიასთან კაკაბაძის ტრავმის გამო მარჯვენა ფლანგზე ჯაბა ჯიღაური თამაშობდა, რომელიც ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.