თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტს თვალი ჩაუკრა, ხუთი სიტყვა თქვა და პრესკონფერენცია დაასრულა
17 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” “ნეა სალამინა” 4:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და ფაქტობრივად, ისე მოიქცა, როგორც წინა პრესკონფერენციებზე.
ქეცბაიამ კვიპროსელ ჟურნალისტებს ჯამში ხუთი სიტყვა უთხრა, შემდეგ ერთ-ერთ ჟურნალისტს თვალი ჩაუკრა და დარბაზი დატოვა.
– ის ფაქტი, რომ “ანორთოსისი” დიდი ხნის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა, ეს თქვენი გუნდის გამარჯვებას უფრო ღირებულს ხდის?
– შესანიშნავია.
– “ანორთოსისმა” რამდენიმე ცვლილება იყო, მაგრამ მაინც გაიმარჯვეთ, რამდენად პოზიტიურია ეს ყველაფერი?
– მივიღეთ ის, რაც გვსურდა.
– ფიქრობთ თუ არა, რომ “ანორთოსისი” გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო უკეთესი გუნდია?
– დიახ.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია პრესკონფერენციის უგულვებელყოფისთვის კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე სეზონში სამჯერ დააჯარიმა. საერთო ჯამში, მას 10000 ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.