კონტე: “მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ფავორიტი არ არის”
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “მიუნხენგლადბახთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ინტერისა” და “გლადბახის” ჯგუფში “რეალი” და “შახტარი” ბინადრობენ.
“მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგო.
თუ “რეალს” ფავორიტად მხოლოდ იმიტომ არ თვლიან, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე არ უაქტიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთი იცვლება და მე რეალობის აღქმას ვკარგავ.
ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერ ტურნირზე კონკურენტუნარიან ძალად მოვისაზრებოდეთ. გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გავედით. ზოგჯერ მიზნებს ვასრულებთ, ზოგჯერ – ვერა,” – აცხადებს კონტე.
შეგახსენებთ, რომ “ნერაძური” ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.