მირანდა მავერიქი: ‘ჯოჯუამ დიდი შეცდომა დაუშვა, მან მითხრა, რომ…”
24 ოქტომერს, ლიანა ჯოჯუა UFC-ში მესამე შეხვედრას გამართავს. ქართველი მებრძოლი ამერიკელ მირანდა მავერიქს დაუპირისპირდება.
ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ორივე მათგანმა წონა ჩააბარა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. მავერიქმა ჯოჯუს ხელი არ ჩამოართვა. მოგვიანებით, ამერიკელმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ლიანა ჯოჯუა მას დაემუქრა.
“ერთმანეთის პირისპირ წარვსდექით და 57 კილოგრამს ვიწონი. მეტოქემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მითხრა: “მე შენ მოგკლავ”. იფიქრებდით, რომ ისინი ჭკუას ისწავლიდნენ და აღარ დამემუქრებოდნენ. ეს ჩემი მეტოქეებისათვის კარგად არასოდეს სრულდება… ამის შემდეგ ეყო იმის გამბედაობა, რომ ჩემთვის ხელი ჩამოერთვა, რაც არ მოხდა”, – წერს მავერიქი.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 24 ოქტომბერს, 18:30 საათზე დაიწყება.