გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევენ
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ თვლის, რომ ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” დატოვებაზე უნდა იფიქროს.
“გრიზმანი “ბარსელონაში” ლეო მესისთან ერთად თამაშის გამო გადავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის ტექნიკური კავშირი ვერ შედგა. გრიზმანს “ბარსელონაში” თამაში აღარ შეუძლია. თუ გუნდში შენს ადგილს ვერ პოულობ, წამოსვლის არ უნდა გრცხვენოდეს”, – ციტირებს ლიზარაზუს სიტყვებს BeFoot-ი.
ანტუან გრიზმანს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ მატჩში თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია.