ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა!
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ბართომეუ უახლოეს ხანებში ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
როგორც იცით, “ბარსელონას” ფეხბურთელებისა და ფანების ძალიან დიდი ნაწილი ბართომეუს მუშაობით უკმაყოფილოა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ლიონელ მესის კლუბის დატოვება სურდა.
ესპანური მედიის ცნობით, ბართომეუსთან ერთად დირექტორთა საბჭოც გადადგა.