ოფიციალურად: ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამ უკანასკნელმა განცხადება 27 ოქტომბერს მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც იცით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გუნდთან და ფანებთან. “ბაიერნთან” გასულ სეზონში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ბართომეუს წასვლას არაერთი ფეხბურთელი ითხოვდა, მათ შორის იყო ლეო მესი და ლუის სუარესიც.
ბართომეუს გარდა, დაკავებული თანამდებობები დატოვეს მმართველი შტაბის წევრებმაც.