ბენზემამ მესის, რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ქამბექი შეასრულა (2:2) და მადრიდში ერთი ქულით დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ გლადბახის “ბორუსია” გახდა 30-ე კლუბი, რომელსაც კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანა.
ფრანგი თავდამსხმელი რიგით მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 30 ან 30-ზე მეტი განსხვავებული კლუბის კარში აქვს გოლი გატანილი. აქამდე მსგავსი შედეგის დაფიქსირება მესიმ, რონალდუმ და რაულმა შეძლეს.
30 – Borussia Mönchengladbach are the 30th different opponent Karim Benzema has scored against in the Champions League, making him the fourth player to score against 30+ different sides, along with Lionel Messi, Raúl and Cristiano Ronaldo. Collection. pic.twitter.com/wYCW4XVEKI
— OptaJoe (@OptaJoe) October 27, 2020