ვლადიმირ ვაისი: “ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის “ბორუსიაში” სათამაშოდ მზად არის”
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერის საკითხს გამოეხმაურა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელები ყაზანის “რუბინის” 19 წლის ქართველი ფეხბურთელით სერიოზულად არიან დაინტერესებულები. “ბორუსია” ქართველი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
“კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ დორტმუნდის “ბორუსიაში” ტრანსფერი შედგება, ეს დიდებული იქნება. ჩემი აზრით, კვარაცხელია ამ გუნდში სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არის.
საქართველოში ბევრი ასეთი ფეხბურთელი იყო. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, როგორ გაგრძელდება ხვიჩას კარიერა. როგორი გავლენა ექნებათ მწვრთნელებსა და აგენტებს მის მომავალზე. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ახლა ის საუკეთესო რუს მწვრთნელთან და ჩემ მეგობართან, ლეონიდ სლუცკისთან ვარჯიშობს. კვარაცხელია კარგ ხელშია.
ხვიჩას შეუდარებელი ტალანტი აქვს. დიახ, მას ბურთის დაჭერა უყვარს. საჭიროა, ტაქტიკურად და სხვა კუთხით განვითარდეს. ღმერთმა მას მისცა იმის ნიჭი, რომ მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს”, – ციტირებს ვლადიმირ ვაისის სიტყვებს Championat.com.