ზიდანი: “ვინისიუსსა და ბენზემას შორის ყველაფერი იდეალურადაა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემასა და ვინისიუსს შორის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 27 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
მეორე ტაიმის დაწყების წინ, კარიმ ბენზემა თანამემამულე ფერლანდ მენდის ფრანგულად ესაუბრებოდ, რადგან მისი სიტყვები ბრაზილიელ ვინისიუსს არ გაეგო. ესპანური მედიის ცნობით, ბენზემამ მენდის უთხრა: “ის იმას აკეთებს, რაც უნდა. მასზე ნუ ითამაშებ. ის ჩვენ წინააღმდეგაა.”
ზიდანს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს:
“ფეხბურთელები მოედანზე ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. ჩვენი ენერგია სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დავუთმოთ. მათ ისაუბრეს და ყველაფერი იდეალურადაა. პრობლემა არ არსებობს. ორივე მათგანმა ივარჯიშა.
ვინისიუსი ახალგაზრდაა, ის “რეალის” მომავალია. ბევრს ვარჯიშობს და ის ბიჭია, რომელსაც სურს ახლის სწავლა, განვითარება, რაც გუნდისთვისაც და მწვრთნელისვისაც კარგია”, – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.