ისკოს “ევერტონში” კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით სურს თამაში
მერსესაიდული “ევერტონის” რიგებში, შესაძლოა, მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ვარსკვლავი, ისკო, ვიხილოთ. ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემები ადასტურებენ, მათ შორის The Express და Daily Mirror.
როგორც იცით, ესპანელი შემტევი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს, რითიც უკმაყოფილოა. ისკოს უნდა, რომ მადრიდი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს და გადავიდეს კარლო ანჩელოტისა და ხამეს როდრიგესის ბანაკში.
“ბლანკოსის” ხელმძღვანელებმა უკვე განიხილეს ისკოს საკითხი და მზად არიან “მალაგას” ექს-ვარსკვლავი მერსესაიდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრონ.
აღსანიშნავია, რომ მოვლენების ზემოხსენებული სცენარით განვითარების შემთხვევაში ისკოსთვის ხელფასის გადახდა “კამფეტებს” მოუწევთ. საერთო ჯამში კი ნახევარი სეზონით ისკოს არენდის წესით აყვანა 18 მილიონი ფუნტი დაჯდება.