WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (439820) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვან ბასტენი: “მწვრთნელად მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა”

თარიღი: ნოემბერი 2, 2020

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა, პრესასთან საუბრისას განაცხადა, თუ რატომ თქვა უარი მწვრთნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლა ცხოვრებით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს.

“კარგი მწვრთნელი არ ვარ. შემიძლია ფეხბურთელები ვავარჯიშო და ფეხბურთზე ვისაუბრო. თუმცა მწვრთნელის ამპლუაშიწაგება ძალიან მტკივნეულია, ასე ვერ ვიცხოვრებდი.

მწვრთნელი როდესაც ხარ, შენი ბიჭები პოზიტიურად უნდა დამუხტო. მათთვის მამასავით უნდა იყო. მსგავსი რამ მე ნამდვილად არ ძალმიძს.

მწვრთნელად მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როდესაც დამხმარე მწვრთნელი გავხდი, ინტელიგენტი და გამოსადეგი ვიყავი. მოთმინების უნარი გამაჩნდა. მთავარი მწვრთნელობის დროს კი ყველაფერი საპირისპიროდ იყო.

კარგი ვქენი, ამ საქმისთვის თავის დანებება რომ გადავწყვიტე. ახლა დროს სხვა რაღაცებს ვუთმობ და თავს თავისუფლად ვგრძნობ. ტელევიზიაში ვმუშაობ, ფეხბურთზე ვსაუბრობ, ლამაზი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები მყავს,” – აცხადებს ვან ბასტენი.



მსგავსი სიახლეები