ჟარდიმი: “პსჟ”-ს და “ბაიერნის” მწვრთნელებს ჩემზე უკეთესი რეზიუმე არ აქვთ”
“მონაკოს” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლეონარდუ ჟარდიმს, ჰკითხეს, თუ რის გამო ვერ ახერხებს ევროპულ გრანდებში მუშაობის დაწყებას.
“ფეხბურთში მოედანი უფრო მომწონს, ვიდრე მედია. არ ვაპირებ ჩემს ხასიათში რამე შევცვალო დიდ კლუბებში სამუშაოს დასაწყებად. მე ასეთივე ლეონარდუ ჟარდიმი დავრჩები. მე არ ვარ “განსაკუთრებული”, მე “ნორმალური” ვარ.
“პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” მწვრთნელებს ჩემზე უკეთესი რეზიუმე არ აქვთ. ფლიკი თავდაპირველად მწვრთნელის დამხმარე იყო.
ამჟამად ოთხი-ხუთი ელიტური მწვრთნელი გვყავს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა და სხვა პრესტიჟული ტიტულები აქვს მოგებული სხვადასხვა ქვეყანაში. დანარჩენები კი სარისკონი არიან.
კარგი კონტაქტები უნდა გქონდეს, კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან, რათა მწვრთნელობა განდონ. ფეხბურთში დღეს ასე ხდება,” – აცხადებს ჟარდიმი.