გორან პანდევი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს?
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა, გორან პანდევმა, დიდი შანსია, 12 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ჯანდაცვის შესაბამისმა უწყებებმა რამდენიმე საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელების ნაკრებში გაშვება აუკრძალა.
ნაკრებში ფეხბურთელების გაშვება იმ კლუბებს ეკრძალებათ, რომელთა რიგებშიც ამ წუთისათვის კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა მაინც ფიქსირდება. ასეთი კლუბები არიან “ჯენოა”, “ინტერი”, “სასუოლო”, “ფიორენტინა”, “რომა” და “ლაციო”. პანდევი სწორედ “ჯენოას” ღირსებას იცავს. ფეხბურთელები, რომელთა თანაგუნდელებსაც Covid-19 აქვთ, იზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
რაც შეეხება სერია A-ში მოთამაშე ჩრდილოეთ მაკედონიის კიდევ ორ ფეხბურთელს, ელიფ ელმასსა და ილია ნესტოროვსკის, ჯერ-ჯერობით მათ გუნდებში კორონავირუსის მიმდინარე შემთვევა არ ფიქსირდება.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ტანკერდი პალმერი იმ ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომლებსაც იტალიიდან საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება ეკრძალებათ.
(2/2)
Players forbidden to join national teams from Serie A:
🇦🇲 Mkhitaryan
🇦🇱 Kumbulla, Strakosha
🇸🇮 Handanovic, Zajc
🇳🇱 De Vrij
🇧🇪 Lukaku
🇷🇸 Milenkovic, Kolarov, Vlahovic, Milinkovic-Savic
🇭🇷 Perisic, Brozović
🇩🇰 Eriksen, Schoene
🇸🇰 Škriniar
🇲🇰 Pandev
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) November 8, 2020