ანსუ ფატი გაზაფხულამდე ვერ ითამაშებს
“ბარსელონას” ნახევარმცველ ანსუ ფატის მარცხენა მუხლის მენისკის ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა 18 წლის ფეხბურთელს უქმობა გაზაფხულამდე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა 7 ნოემბერს, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:2) მიიღო. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მოთამაშე საოპერაციო იყო. აღდგენით პროცესს დაახლოებით ოთხი თვე სჭირდება. შესაბამისად, ანსუ ფატი მინდორს 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ დაუბრუნდება.
ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.