“რუბინის” გენდირექტორი: “კოვიდზე ხვიჩას ტესტს მანამდე საეჭვო პასუხიც კი არ უჩვენებია”
საქართველოს ეროვნული გუნდისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ფინალურ მატჩს გამოტოვებს. “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მანამდე COVID 19-ზე ქართველი ფეხბურთელის ანალიზმა ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
“თქვენზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. მუდმივად ვაკეთებთ ტესტებს. მისმა ანალიზმა ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მას საეჭვო შედეგიც კი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ, მეორე მხრივ, დაავადებას ყველა გადაიტანს, როგორც ვიგებ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ხვიჩას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ გადამწყვეტ მატჩში ეთამაშა”.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გარდა კორონავირუსი ლევან შენგელიასაც დაუდასტურდა.