ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა (ვიდეო)
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ ეროვნული ნაკრები გაამხნევა. პრეზიდენტმა თბილისში მყოფ გუნდს დაურეკა და წარმატება უსურვა.
“ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ჩემი და ყველა მოქალაქის სრული მხარდაჭერა აქვს. დღეს, 18:00 საათიდან გავამხნევებთ და ვუგულშემატკივრებთ ფეხბურთელებს, რომ მათ საქართველოს ნაკრები დაამარცხონ და მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ”, – ვკითხულობთ სტევო პენდაროვსკის ოფიციალურ გვერდზე.
Тимот на македонската фудбалска репрезентација од мене, но и од сите граѓани, има целосна поддршка.🇲🇰 Вечерва, од 18:00 часот ќе ги бодриме и ќе навиваме нашите фудбалери да ја победат репрезнтацијата на Грузија и да се пласираме на Европското фудбалско првенство догодина. pic.twitter.com/KD2nFRhblM
— Stevo Pendarovski (@SPendarovski) November 12, 2020