ლევან კუტალია: “დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს”
თელ-ავივის “ჰაპოელის” ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდი საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
“არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე… დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს, მეასე ხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში.
საქართველოში პოლიტიკის ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ. ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ მაყურებელს გარკვეული რაოდენობით რომ არ დაუშვებ და პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება ხალხის დასწრება – თურმე არ შეიძლებაო, კარგით რა!
დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს,” – ვკითხულობთ ლევან კუტალიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.