ლევან შენგელია: “ბოდიში, რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ლევან შენგელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
25 წლის ფეხბურთელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილ მარცხს გამოეხმაურა.
“გამარჯობა. ყოველთვის ვერიდებით მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას, რაც ჩემი აზრით სწორია, მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაციაა, მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, პირველ რიგში, ბოდიში, რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ. რაც შეეხება ჩემ სათქმელს, მინდა ვთქვა, რომ ახლა ასეთ რთულ სიტუაციაში გვჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება და რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკაც.
ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება მივიდეთ ისეთ გადამწყვეთ თამაშამდე, როგორიც მაკედონიასთან გვქონდა და ამისთვის ერთად უნდა მოვემზადოთ. არ უნდა გადავდოთ და დაველოდოთ ისევ როდის მოვა ფინალური ეტაპი, ხვალ და კიდევ სამ დღეში გვაქვს თამაში, სადაც ფეხბურთელისთვის რთული იქნება თამაში, თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება, რაც მაკედონიასთან.
ეს მოგვცემს საშუალებას, ნაკრებმა გააგრძელოს განვითარება და უკვე მომავალში მინიმუმადე იქნება დაყვანილი იმედგაცრუება, რადგან ვიგრძნობთ, რომ თქვენ ყველა ჩვენ თამაშს იგივე განწყობით ელოდებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთად უნდა გავაგრძელოთ მზადება და განვითარება, რადგან ახლა სხვა გზაა არაა, ვერ დავნებდებით და ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ”, – აცხადებს შენგელია.