ვაისი: “მე არ ვარ ქართველი, მაგრამ ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ეს საკმარისია, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომელიც ნაკრებს ახალ სისწრაფეს მოუტანს. ჩვენ შეგვეძლო 2 დღის წინ გმირები ვყოფილიყავით, მაგრამ წავაგეთ. დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა მხოლოდ 3 კონტრშეტევა გააკეთეს და 2 გოლი გაიტანეს. ეს არ არის ახალი თქვენთვის. ჩვენ არ შეგვიძლია გოლის გატანა, თავდამსხმაში განსაკუთრებულად ბევრი პრობლემა გვქონდა. 5 წელია ნაკრებში ვარ, ეს დიდი დროა, როგორც მწვრთნელისთვის და ისე ადამიანის ცხოვრებაში. მე ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს. შეგვეძლო გმირები ვყოფილიყავით და ახლა ეს სპორტული ტრაგედიაა ქართველი ხალხისთვის და ჩემთვის”
“მე ვუთხარი ბიჭებს, რომ მე მივდივარ, მაგრამ თქვენ რჩებით. თქვენ უნდა გააგრძელოთ მომავლის შენება, რათა უკეთესი გუნდების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, ჯგუფიც უნდა მოგვეგო. როცა ნავალოვსკი წინ აწეულია, ნახევარმცველმა უნდა დააზღვიოს, ამ დროს კი კონტრშეტევა მოდის, 2 პასი და გოლი. ჩვენ კი საჯარიმოსთან მივდიოდით და შემდეგ დარტყმის ნაცვლად პასს უკან ვაკეთებდით. ჯიგარი იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”
“მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მე ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს. ვუთხარი ბიჭებს, რომ სომხეთთან მატჩის შემდეგ, მე ყველა მათგანს ვეტყოდი, სიმართლეს, თუ რას აკეთებდნენ და რა შეცდომას უშვებდნენ. ვფიქრობ, არის გარკვეული უპასუხისმგებლობა რამდენიმე ფეხბურთელის მხრიდან და ვფიქრობ, ისინი შემდეგ წლებში ამ ნაკრებში არ იქნებიან. უკვე ვხუმრობ კიდეც, რომ ნაკრებში 4 მატჩი წავაგე და აქედან 3 სომხეთთან. სლოვაკეთის ნაკრებშიც 2-ჯერ წავაგე მათთან. მე ბოდიშს ვუხდი ყველას” – განაცხადა ვაისმა.
ვაისი 18 ნოემბერს ესტონეთთან თამაშის შემდეგ ნაკრებს დატოვებს.