ვაისი: “ხოჭოლავამ ისე ითამაშა, თითქოს ამხანაგური მატჩი იყო”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სომხეთთან 1-2 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ზოგიერთი ფეხბურთელი, განსაკუთრებით შემტევები, არ იღებენ ჯანსაღ კრიტიკას. მე მიყვარს ეს მაგარი ფეხბურთელები, მაგრამ ისინი შეცდომებსაც უშვებენ, რაც გამოსასწორებელია და ყურადღება მისაქცევი.”
“მე მჯერა, ქართული ფეხბურთის მომავლის. უამრავი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს – კვარა, ჩაკვე, ზურიკო. ჯაბა კანკავა 34 წლისაა, მაგრამ კიდევ 10 წელი შეძლებს თამაშს. ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” ძალიან მაგრად ითამაშა, თუმცა დღევანდელ თამაშს, როგორც ამხანაგურ მატჩს, ისე მიუდგა. არავითარი ემოცია, არავითარი შეძახილი. ოქრი დიდებული მოთამაშეა, ვეუბნები, რომ შენ გოლი უნდა გაიტანო, მაგრამ ზოგჯერ, უფრო მარტივად უნდა მიუდგე, არ უნდა დახარჯო ამდენი ენერგია ბურთის დაკარგვაში.
იქნებ, ბუდუ ზივზივაძეს, სიხარულიძეს, სხირტლაძეს მეტი შანსი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მე ამ ხალხს ვენდე და წავაგეთ. 3.5 მილიონიან ქვეყანაში არ გვყავს ასარჩევი 50 ფეხბურთელიდან, თან როცა ეს მოთამაშეები პოლონეთში და ყაზახეთში სკამზე სხედან. და მაინც, მე მჯერა, ამ ნაკრებს აქვს მომავალი”, – თქვა ვაისმა.
სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 18 ნოემბერს დატოვებს.