რივალდო: “მესი დარჩენაზე ერთადერთ შემთხვევაში დაფიქრდება”
კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, პრესასთან ლეო მესის შესაძლო მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არგენტინელი სუპერვარსკვლავი ძალიან ახლოს იმყოფებოდა “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებასთან.
“მესის დათანხმება ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ძალიან რთული იქნება. იმის გათვალისწინებითაც, რომ ხელფასების შემცირების შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია.
რა თქმა უნდა, მესი უკეთეს წინადადებებს მიიღებს სხვა კლუბებისაგან. ის უკვე ცდილობდა “ბარსელონადან” წასვლას სეზონის დაწყებამდე. არ ვიცი, როგორ უნდა დაარწმუნოს მესი დარჩენაში “ბარსელონას” ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ.
ჩემი აზრით, მესი დარჩენაზე ერთადერთ შემთხვევაში დაფიქრდება – ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგების შემთხვევაში. ვშიშობ, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნება “ბარსელონაში”, – აცხადებს რივალდო.