გუცაევი: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს!”
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა.
“მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს ქართველი. ბოლოს მწვრთნელიც უცხოელი, მანამდე ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი და არაფერი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ხარისხისა და განვითარების კუთხით. ჩვენი მწვრთნელები, ვინც მუშაობდდნენ – მე, დათო ყიფიანი, ჩივაძე, ძოძუაშვილი, უფრო მაგარ გუნდებს ვუგებდით და უფრო კარგ შედეგებს ვდებდით.
მე არ მახსოვს ვაისი ეროვნული ლიგის მატჩს დასწრებოდეს. მარტო ლეგიონერებით თამაში არის აბსურდი. ცხადაძემ 2 ფეხბურთელი გამოარჩია, მე კი 10 ფეხბურთელზე ვიტყოდი, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით არ არიან ღირსები ნაკრებში იყვნენ. ვაისსმა ეს აღიარა ბოლო პრესკონფერენციაზე, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს უშველის. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრებში უნდა იყო.
ამ დროს საქართველოს პირველობაზე, მართლაც დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ მაგალითად არის “ლოკომოტივის” მარჯვენა შემტევი თორნიკე კირკიტაძე. მე ასეთი სწრაფი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს, ბლოხინსაც არ ჰქონდა ასეთი სისწრაფე. როცა გაკლია ამ პოზიციაზე მოთამაშე, რატომ არ აძლევს შანსს ასეთ ფეხბურთელებს”, – განაცხადა გუცაევმა.
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე 2021 წლის დასაწყისში გვეცოდინება.