გიორგი დევდარიანის 4 მთავარი პუნქტი, რასაც ნაკრებში შეცვლიდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა 4 ძირითად პუნქტზე ისაუბრა, რასაც ნაკრებში შეცვლიდა.
“პირველი – აუცილებლად დავაწესებდი ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხბურთელთა კრიტერიუმებს – ფეხბურთელი, რომელიც არ იმყოფება ოპტიმალურ ფორმაში, აქვს წონისა და ფიზიკური მომზადების პრობლემა, ნაკრებში ვერ მოხდებოდა. ეს არ ეხება მხოლოდ 2-3 ფეხბურთელს, ამას ზოგადად ვამბობ. როცა იძახებ/არ იძახებ, შემდეგ უკვე მწვრთნელთან იძაბება ურთიერთობა.
მეორე – ძირითადში ვათამაშებდი მხოლოდ იმათ, ვისაც აქვთ სათამაშო პრაქტიკა.
მესამე – 21-ე საუკუნეა, გადასარევი ანალიზი კეთდება, გვყავს შესანიშნავი ბიჭები, რომლებიც ანალიზს აკეთებენ და ეს ანალიზი ყველა თამაშის შემდეგ მიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან. ყველა კონკრეტული პოზიციის მოთამაშეს აქვს თავისი კრიტერიუმები – ორთაბრძოლების რაოდენობა, მაქსიმალური აჩქარების რაოდენობა, მოცულობა გადაადგილების და სწორედ იმ ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, ვინც ამ კრეტიუმებს აკმაყოფილებენ.
მეოთხე – კარგი იქნებოდა გიორგი ქინქლაძეს ეთქვა, ის უფრო კარგად იტყოდა, რა როლი აქვს ფსიქოლოგს პრემიერ ლიგაში. ჩრდ.მაკედონიასთან თამაშის წინ იმხელა დატვირთა ჰქონდათ ფსიქოლოგიურად, შეიძლება ბევრი გადაიწვა და გადახურდა. იგივე სომხეთთან და ესტონეთთან შეხვედრამდე, ამ დემორალიზებულ გუნდს სჭირდებოდა ფსიქოლოგი. ამას ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეძლებდა.
და რას შეცვლიდა ეს ყველაფერი? მწვრთნელს გაუდვილდებოდა კომუნიკაციას, მოხსნიდა დაძაბულობას. ჩვენ დაახლოებით თანაბარი კლასის რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, არ გვყავს კრიშტიანო რონალდო და ყველა სხვა ცალკე მდგომი.
მაგალითად, ნიკა სანდოხაძემ, რომელმაც მოსკოვის “დინამოსთან” კარგად ითამაშა, შემდეგ “გრანადასთან”, როგორ შეიძლება დავიჯერო რომ თვეების უთამაშებელ, წონაში მყოფ მცველებს ვერ აჯობებდა? ან იგივე მამუკა კობახიძე? ლაშა დვალი თავის პოზიციაზე, რა თქმა უნდა, სჯობს ქიმაძეს და უბილავას, მაგრამ მარცხენა მცველის პოზიციაზე ორივე მათგანი გაუწევდა “მძიმე მცველს” კონკურენციას,” – განაცხადა დევდარიანმა “სპორტის საათში”.