უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი გამოეხმაურა:
“ღრმად დამამწუხრა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული ფიგურის, დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავმა. მას ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი და გამოჯანმრთელება ვუსურვე, ამ ამბავმა კი შოკში ჩამაგდო.
დიეგო მარადონამ, როგორც შესანიშნავმა ფეხბურთელმა, თავისი გენიალურობითა და ქარიზმით მიაღწია სიდიადეს. ის იყო გმირი თავის მშბოლიურ არგენტინაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით გააბედნიერა. ის გახდა “ნაპოლის” ფანთა მარადიული კერპი და იტალიაში თამაშის პერიოდში კლუბს დაუვიწყარი წარმატება მოუტანა.
ის ისტორიაში შევა ადამიანად, რომელმაც ფეხბურთი გააბრწყინა და თავისი ოსტატობით აღაფრთოვანა როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმული გულშემატკივრები. უეფას დავავალე, რომ დიეგოს ხსოვნის პატივსაცემად ამ კვირის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყოს”.