უეფამ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან სამუდამოდ განკვეთა
“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.
მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობაც დააკისრა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვდა, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოეკვეთათ.
უეფამ მიმართა ფიფას, რომ ნურლან იბრაჰიმოვის დისკვალიფიკაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს. გარდა ამისა, “ყარაბაღს” ჯარიმის სახით ასი ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგაზე მონაწილეობს. გუნდმა სამი ჩატარებული მატჩიდან სამივე მარცხით დაასრულა.