პრემიერ ლიგის რომელი კლუბები დაუშვებენ ფანებს სტადიონზე?
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში მიღებული ცვლილებები სპორტის სექტორსაც შეეხო. ინგლისი კორონავირუსის მძვინვარების საფრთხის მიხედვით რეგიონებად დაიყო.
პრემიერ ლიგის კლუბებს ტრიბუნებზე ფანების დაბრუნების შანსი ეძლევათ. ის კლუბები, რომლებიც პირველ და მეორე კლასის რეგიონებში მოხვდნენ, მოედანზე შესაბამისად 4 000 და 2 000 გულშემატკივრის დაშვებას შეძლებენ.
ამ დროის მონაცემების მიხედვით, პრემიერ ლიგის ათმა კლუბმა გადაწყვიტა ტრიბუნებზე 2 000 ფანი დაეშვათ. ესენი არიან: “არსენალი”, “ბრაიტონი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ევერტონი”, “ფულჰემი”, “ლივერპული”, “საუთჰემპტონი”, “ტოტენჰემი”, “ვესტ ჰემი”.
ასე რომ, 2020 წლის 2 დეკემბრიდან პრემიერ ლიგაში მონაწილე ზემოხსენებული კლუბების ფანებს თავიანთი საყვარელი გუნდის თამაშების ხილვა სტადიონიდან შეეძლებათ.